Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე

მარშალ პრესი 09/06/2025
06

ყველაზე ბუნდოვნად მახსოვს ქარელის პოლიციაში ყოფნის მონაკვეთი, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, გონზე არ მოვსულვარ იქ. გონზე მოვიდოდით, მერე ცემისგან ისევ გონებას ვკარგავდით. სადღაც საღამო იყო უკვე, რომ ეტყობა, მიიღეს გადაწყვეტილება და წამოგვიყვანეს თბილისში,მთავარ სამმართველოში, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ნიკოლოზ გოგუაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ქარელის პოლიციაში, სპეცრაზმმა დაკავებულებს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო მათზე ანგარიშსწორებას დანარჩენებს ასმენინებდნენ. გოგუაძის თქმით, მასთან მიმართებით, ყველაზე აქტიური მეგის ქარდავა იყო, რაც შეეხება ცემის მეთოდებს, გამოიყენებოდა როგორც კონდახები და ხელკეტები, ასევე სპეცრაზმელები მათ ფეხებითაც სცემდნენ.

“მონასტრის ეზოში მე მცემეს, რამაზ ღვალაძე სცემეს და როგორც ვიცი, მიხეილ ცილიკიშვილს სცემეს, უშუალოდ ყინწვისის კომპლექსში. მე იარაღის კონდახები მირტყეს. ქარელის პოლიციაში ძალიან მაგრად გაგვისწორდნენ, უმოწყალოდ გვცემეს. სადაც ჩვენ გვირტყამდნენ, ფანჯრები იყო გაღებული და დანარჩენი ხალხი ხომ ჩამწკრივებული ჰყავდათ დაბლა და იმათ ასმენინებდნენ ამ ჩვენს ცემას. ცემა იყო კონდახებით, ფეხით, ხელკეტით. სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ ისეთი ტრავმები მივიღე, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ, იმიტომ, რომ ისე გვცემდნენ, რაღაცნაირად გვიჭერდნენ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე. მე პირადად, გონებადაკარგული ვიყავი და დარწმუნებული ვარ, სხვებიც. უშუალოდ [მეგის] ქარდავა იყო ყველაზე აქტიური ჩემთან მიმართებით და კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სახელის და გვარის დასახელებისაგან მხოლოდ ერთადერთი მიზნით შევიკავებ თავს, რომ ახლაც მიდის საგამოძიებო მოქმედებები და არ მინდა, ამით გამოძიებას ხელი შევუშალო.” – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა
Next: გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025