Skip to content
26/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი მაკრონის განცხადებაზე: ეს ყველაფერი არის შედეგი იმ დიდი ერთობლივი „სამუშაოსი“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობამ“ გასწია

მარშალ პრესი 16/06/2022
ირაკლი ბათიაშვილი

ეს ყველაფერი არის შედეგი იმ დიდი ერთობლივი სამუშაოსი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობამ“ გასწია, – ასე შეაფასა პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ გამოცემა Politiko-სთან გაკეთებული განცხადება.

„ემანუელ მაკრონმაც ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა, თითიდან გამოწოვილი მიზეზია, რომ რაღაც მოიფიქრონ – რატომ არა საქართველო. ეს ყველაფერი არის შედეგი იმ დიდი ერთობლივი „სამუშაოსი“, რომელიც გარკვეულმა გარეშე ძალებმა, და რა თქმა უნდა ადგილობრივმა, რასაც ჰქვია „ნაციონალურ მოძრაობა“ პირდაპირ გაწიეს, რომ ეს ყველაფერი ჩაშლილიყო და მძიმე დარტყმა მიეღო ჩვენს ქვეყანას – ეს ფაქტია.

მთელი ეს კამპანია აწარმოეს მიზანმიმართულად, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს მაკრონის სურვილი კი არ არის, მაკრონმა ეს გააჟღერა, მას დახვდა ფაქტი, შედეგი ამ „მუშაობის“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს და ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზეა ასევე საქართველო, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, ხომ არ აქვს ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან
Next: გია ცაგარეიშვილი: 7 ნოემბერს, როდესაც დარბევა დაგვიწყეს, ზურაბიშვილი ქოლგით ხელში ებრძოდა ზონდერებს და სად გაქრა ეს აღტკინება?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.