
მერაბ დვალიშვილმა UFC 313-ზე სუპერსმუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვებით დვალიშვილმა დივიზიონის ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. 34 წლის ქართველი ჩემპიონი გასული წლის სექტემბერში ლას ვეგასში სწორედ შონ ო’მალის ძლევის შემდეგ გახდა.
აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება დვალიშვილისთვის UFC-ში ზედიზედ მე-13 იყო. მსგავსი მაჩვენებელი ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ ცხრა მებრძოლს აქვს. ესენი არიან – ანდერსონ სილვა (16), ისლამ მახაჩევი (15), კამარუ უსმანი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი და მერაბ დვალიშვილი (13). ყველა მათგანი UFC-ს ჩემპიონი იყო და შერეული ორთაბრძოლების ლეგენდად მიიჩნევა.
ქართველი მებრძოლის შეხვედრას აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.