Skip to content
08/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საელჩო ქარდებით არ უნდა საუბრობდეს – ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები უფრო დიპლომატიურად იქცევიან, ვიდრე თვითონ დიპლომატები. იმედი მაქვს ეს ამერიკის მხრიდან გამოსწორდება

მარშალ პრესი 07/06/2025
pimen

დანიგანი დეგნანს რომ შევადაროთ, უკეთესი ელჩი იყო, მაგრამ ეს წასვლა ცოტა უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ თავად თქვა, რომ წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილება, – ასე გამოეხმაურა საზოგადოება „ქართულის“ წევრი პიმენ ყურაშვილი საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას.

„როდესაც ელჩები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ დიპლომატიური საქმიანობა აწარმოონ სხვადასხვა ქვეყანაში, თუნდაც პენსიაზე გასვლას აპირებდნენ, უნდა დაასრულონ ის პერიოდი იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობა უწევთ და შემდეგ წავიდნენ. ამიტომ მეეჭვება, რომ მისი წასვლა პირადი მიზეზით ყოფილიყო. მე მგონია, რომ ის საელჩოდან გაუშვეს და იმედი მაქვს, რომ უკეთესი ელჩი იქნება დანიშნული, რომელიც უფრო ადეკვატურ დიპლომატიურ საქმიანობას გაწევს საქართველოში“, – აღნიშნა პიმენ ყურაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი ელჩი.

„საელჩო ქარდებით არ უნდა საუბრობდეს, მით უმეტეს არჩევნების დროს. დიპლომატია უნდა რჩებოდეს დიპლომატიურ ჩარჩოში, როგორც ადრე იყო. დღეს ყველაფერი შეცვლილია. ხანდახან მეჩვენება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები უფრო დიპლომატიურად იქცევიან, ვიდრე თვითონ დიპლომატები საჯარო პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ სწორედ ამის გამოსწორება მოხდება ამერიკის მხრიდან“, – დასძინა ყურაშვილმა.

Continue Reading

Previous: მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს ჩხოროწყუში მიმდინარე პროცესები და ჩხოროწყუელების ინტერესები- დარწმუნებული ვარ, ჩხოროწყუელი და ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გაგცემთ არჩევნებზე
Next: ამხელა ევროპარლამენტია და დაკავებული არიან ჭორაობით, ფაქტების ფალსიფიცირებით, მათმა ასეთმა დამოკიდებულებამ ხალხში ევროკავშირის მიმართ ნდობა შეამცირა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025