IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩინეთი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს – FBI-ს დირექტორს „პოლიტიკური ტყუილებით“ სავსე განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. ქრისტოფერ რეის განცხადებების შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებაში კომანტარი გაკეთდა.

„რეის შენიშვნები უგულებელყოფდა ძირითად ფაქტებს და პოლიტიკური ტყუილებით იყო სავსე, რაც სრულიად ამჟღავნებდა მის ღრმად ფესვგადგმულ „ცივი ომის“ მენტალიტეტს და იდეოლოგიურ ცრურწმენებს. ჩინეთი მკაცრად ეწინააღმდეგება ამას. ჩინეთის მიერ საზღვარგარეთული ოპერაციის სახელად – „მელაზე ნადირობის“ ჩაშვება და საზღვარგარეთ გაქცეული ეჭვმიტანილების დაკავება, კანონისა და სოციალური სამსართლიანობის გარანტიაა. ბოლო წლებში, ბევრი ქვეყანა აქტიურად ახორციელებდა შესაბამის სამართალდაცვით თანამშრომლობას ჩინეთთან. ამერიკელი მაღალჩინოსნები ამ განცხადებების იმის იმედად ხომ არ აკეთებენ, რომ აშშ გაქცეული კრიმინალების სამოთხე გახდება?“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანიმ.

შეგახსენებთ, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-სთვის უდიდეს გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს. მისივე თქმით, ჩინეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ თავის მოქალაქეებს საფრთხედ განიხილავს.

„ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ მეტოქეებზე, დისიდენტებზე და კრიტიკოსებზე, რომლებიც ცდილობენ ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების ფართო დარღვევების გამოაშკარავებას. ჩინეთის მთავრობას სურს, აიძულოს ისინი დაბრუნდნენ ჩინეთში, რაც შოკისმომგვრელია,”- აღნიშნა FBI-ს დირექტორმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება