
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, ეხმიანება უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ “საქართველოში რაღაც შეიცვალა – მინდა გისურვოთ, რომ ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნდეთ”. მეტრეველი რეზნიკოვს მოუწოდებს, საკუთარ აოხრებულ ქვეყანას მიხედოს.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ნამდვილად არის ღირსი, რომ უკრაინელი ლტოლვილები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება თან გადაჰყვა, უკან დააბრუნონ “დემოკრატიულ და აყვავებულ უკრაინაში”, თუმცა, ქართველები ამას არ იკადრებენ.
“თუ შეიძლება, საკუთარ აოხრებულ ქვეყანას მიხედეთ.
ზოგადად, კი ხართ ღირსები უკრაინელი ლტოლვილები, რომლებსაც გადაჰყვა ყურადღებით საქართველოს ხელისუფლება აღარ მივიღოთ და უკან დაგიბრუნოთ ძალიან დემოკრატიულ და აყვავებულ უკრაინაში. უბრალოდ, ქართველი ხალხი შენსავით უნამუსო არ არის და ამას არ იკადრებს.” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.