Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე: ჩვენ ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ საქართველო დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება

მარშალ პრესი 16/06/2022
ანდრეას ნორლენდი

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას, ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ საქართველო დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება, – ამის შესახებ განაცხადა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

„ვიმსჯელეთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებაზე. შვედეთი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოში რეფორმების გაგრძელებას, რაც საჭიროა თქვენი ევროპული ინტეგრაციის წინ წასაწევად. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ ძალიან ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო მიეკუთვნება დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს“, – განაცხადა ანდრეას ნორლენმა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: შვედეთის სამეფოს მხრიდან გვაქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა
Next: მაშ ასე, წარმოგიდგენთ საქართველოს პროდასავლური ოპოზიციის ლიდერთა პირველ ხუთეულს – ჯაბა ხუბუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.