Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 300-კაციანი აქცია სრულად აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოშია – ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოში მხარს უჭერს მოსახლეობის 85 პროცენტი

მარშალ პრესი 16/06/2022
ირაკლი კობახიძე

300-კაციანი აქცია სრულად აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოშია, როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, სულ მცირე, ვიღაცას უნდა შეეკითხო – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში „ევროპის მოედანზე“ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ევროპული კურსის მხარდამჭერი აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქცია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო.

„ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოში მხარს უჭერს მოსახლეობის 85 პროცენტი და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები. როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ, ვიღაცას უნდა შეეკითხო.

ელემენტარულად, ტექნიკური მხარეც რომ ავიღოთ, ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. ინიციატორის მხრიდან ასეთი გაფრთხილება თუ არ შედის, მერია ასეთ ზომას თვითონ ვერ მიიღებს, ხომ?! არც მოძრაობა იყო შეზღუდული და ხალხიც არ იყო მისული. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ინიციატივა აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და პირიქით, კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ეს ახდა და ასეთ ინიციატივაში ჩვენ, ბუნებრივია, ვერ მივიღებდით მონაწილეობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ევროპული კურსის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია დღეს „ევროპის მოედანზე“ გაიმართა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, იდეიდან დაწყებული, განხორციელების ბოლო ეტაპამდე
Next: შალვა პაპუაშვილი: შვედეთის სამეფოს მხრიდან გვაქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.