Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც შენს ქვეყანას არ ეკუთვნი და გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება – კახა კალაძე

მარშალ პრესი 06/06/2025
kakha kaladze

„ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია კატეგორიული იყო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა, ბოლო დღეებში გარედან სხვა დავალება მიიღეს და დამოკიდებულებაც შეიცვალეს. 

„რამდენიმე თვის უკან ძალიან მყარი პოზიცია ჰქონდათ – საუბრობდნენ, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება დამღუპველი იქნებოდა. ისინი კატეგორიულები იყვნენ. თუმცა, ბოლო დღეებია, ხედავთ როგორი შერბილებული მესიჯები აქვთ, რადგან ასეთი დავალება მიიღეს. მერწმუნეთ, ამ ადამიანებს არანაირად არ აქვთ იმის საშუალება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღონ. რასაც თავიანთი პატრონები დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გავიხსენით მათი განცხადებები და გაიხსენეთ ჩემი შეფასებებიც. მე ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არც საკუთარ თავებს, არც ოჯახებს, არც ქვეყანას არ ეკუთვნიან. როდესაც აგენტი ხარ, გარე დავალებებს ასრულებ. ადრე ასეთი დავალება ჰქონდათ და ასე საუბრობდნენ, დღეს სხვა დავალება აქვთ და მათი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ვნახოთ როგორი პრინციპულები იქნებიან.

არჩევნებში მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება. მსგავს დაჯგუფებებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი არ ექნებათ. როდესაც შენს ქვეყანას არ ეკუთვნი, არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მთლიანად გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

Post navigation

Previous: 2012 წლის 17 მაისს ბექა ბასილაია მეუბნება, რომ ერთ საათში არის აუქციონი, წადი და მიიღე მონაწილეობაო. აუქციონი ისე ჩატარდა, არავის მიუღია მონაწილეობა. ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ 100 ათასი ლარი ძალიან იაფია და 700 ათას ლარზე ავიდეთ მეთქი- ოქმში ასახულია, რომ შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად
Next: პატიმრების უმრავლესობა იყო ნაწამები, „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა, რომ ამდენი ნაწამების გაუსაძლისი ტკივილის მართვა და ვითარების დასტაბილურება შეუძლებელი იყო, მისცეს სრული თავისუფლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისა ციხეებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.