Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2010 წელს ფინანსური პოლიციიდან მოდის დავალება, საეთერო დრო უნდა უყიდო გიორგი თარგამაძის პარტიასო

მარშალ პრესი 06/06/2025
valeri shoshiashvili1

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი საუბრობს.

ვალერი შოშიაშვილი იხსენებს, 2010 წლის მოვლენებს, როდესაც მან, ფინანსური პოლიციიდან მიიღო დავალება, რომ გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის „რუსთავი 2“-ზე საეთერო დრო უნდა ეყიდა, რომლის ღირებულებაც 50 ათას ლარს შეადგენდა.

ასევე, ვალერი შოშიაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი კირკიტაძემ შპს „ენკა ჰაუსი“ გადაიფორმა, „ბიზნესმა დაიწყო გაცამტვერება“

„იმ პერიოდში, როდესაც თანხა გადავიხადე 100 ათასი ლარის შემოწირულობის სახით, ამ პერიოდის შემდეგაც გრძელდება შეთანხმება, თანხის გადახდა. 2010 წელს ისევ მიბარებენ, აქ უკვე შემოწირულობას აღარ მთხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე და მეუბნებიან, რომ საეთერო დრო უნდა უყიდოო ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, გიორგი თარგამაძის პარტიას, რუსთავი 2-ზე. ირაკლი კირკიტაძისგან [თბილისის ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დავით კირკიტაძის ძმა], ფინანსური პოლიციიდან მოდის დავალება, რომ რუსთავი2-ზე უნდა ვუყიდო საეთერო დრო, რომლის ღირებულებაც არის 50 ათასი ლარი და ეს თანხა უნდა გადავრიცხო რუსთავი2-ის ანგარიშზე. მართლა გაოცებული დავრჩი იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ სახელისუფლებო პარტია იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვე და მამაჩემს პირველი ეს ვუთხარი, ახლა ეს ახალი პარტია საიდან გამოჩნდა, ეს „ქრისტიან-დემოკრატები“ რაღა შუაში არიან მეთქი. მაშინ ირაკლიმ [კირკიტაძე] მიპასუხა ასეთი რაღაც, რომ ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენში სხვაობა არ არისო.

ამ პერიოდში ბიზნესს ძალიან გაუჭირდა. საერთოდ ვეღარ შემოდიოდა კონტეინერები. დაიწყო კონტეინერებმა კლება იმიტომ, რომ მუდმივად თანხის გადინება ბიზნესიდან ნიშნავდა იმას, რომ საბრუნავი კაპიტალიდან ვიღებდით თანხას და 2010 წელს ირაკლი კირკიტაძე ოფიციალურად ითხოვს ჩემი შპს-ს გადაფორმებას და ამბობს, რომ ის უნდა გახდეს შპს „ენკა ჰაუსის“ დირექტორი. მიზეზი იყო ის, რომ კონტეინერები ვეღარ შემოდისო, უკმაყოფილოები არიან ვისთანაც მიმაქვს თანხაო და ეს იყო ვანო მერაბიშვილი და ამიტომ უნდა გადავაფორმო და მე დავიწყო ჩახედვა რა არის ბიზნესში პრობლემა და რატომ ვეღარ შემოდის კონტეინერებიო. ბიზნესის გადაფორმების შემდეგ, რომელიც მოხდა 2010 წელს, ბიზნესმა დაიწყო გაცამტვერება“-განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

Post navigation

Previous: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ვალერი შოშიაშვილი: ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი პროკურატურის შენობაში გავატარე, ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იმ დროს იყო პროკურორი, საუბრობდნენ, დასჯის რომელი მეთოდი აჯობებდა – დაეწყოთ ჩემი ოჯახის წევრების დაჭერა თუ წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს კომპიუტერში რთავდა იმ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა
Next: 2012 წლის 17 მაისს ბექა ბასილაია მეუბნება, რომ ერთ საათში არის აუქციონი, წადი და მიიღე მონაწილეობაო. აუქციონი ისე ჩატარდა, არავის მიუღია მონაწილეობა. ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ 100 ათასი ლარი ძალიან იაფია და 700 ათას ლარზე ავიდეთ მეთქი- ოქმში ასახულია, რომ შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.