Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორ შეიძლება ეკონომიკური კეთილდღეობის განხილვა სახმელეთო დერეფნების გარეშე, სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს

მარშალ პრესი 05/06/2025
imedi-poto-2025-05-30t130142-940

„მდგრადი განვითარების მეოთხე სფერო მართლაც მშვიდობა, გლობალური და რეგიონული თანამშრომლობაა. ვერც ერთი ქვეყანა, ისეთი გიგანტებიც კი, როგორიც ჩინეთი, შეერთებული შტატები, ინდოეთი ან რუსეთია, მარტო ვერ მიაღწევს წარმატებას კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის კუთხით“- ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა, ჯეფრი საქსმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ეს ყველაფერი ჩვენს ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს. მაგალითად, შავი ზღვის გადარჩენა მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ ვერ მოხდება. როგორ შეიძლება შავი ზღვის, როგორც სასიცოცხლო ეკოსისტემის გადარჩენაზე ფიქრი თანამშრომლობის გარეშე?
როგორ შეიძლება ეკონომიკური კეთილდღეობის განხილვა სახმელეთო დერეფნების გარეშე, სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ შუა დერეფანში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში, რომელიც აკავშირებს რუსეთს, სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეს? ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია. სატრანსპორტო ქსელების გარეშე, ვაჭრობის გარეშე, ურთიერთდაკავშირების გარეშე შეუძლებელია სასურველი კეთილდღეობის მიღწევა და ეს ასევე მოითხოვს მშვიდობას“-განაცხადა ჯეფრი საქსმა.

Post navigation

Previous: Standart & Poor`s-მა უკრაინის დეფოლტი გამოაცხადა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და დაქვემდებარებული ორგანიზაციები შეუერთდნენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.