Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რობინ დანიგანმა ამერიკის ელჩის თანამდებობა დატოვა

მარშალ პრესი 05/06/2025
robin danigani - robbin dunnigan

მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი.

„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.

ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.

მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.

მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ”, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელიც საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

Post navigation

Previous: მრავალი წელია, ჩვენს კანონმდებლობაში დადგენილია მედია სტანდარტები, უბრალოდ არ არსებობდა ამ სტანდარტების აღსრულების მექანიზმი და პარლამენტმა ეს გაწერა, საინფორმაციო გამოშვება რომ ობიექტური უნდა იყოს, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი, ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად
Next: ჯეფრი საქსი: შეგვიძლია გვქონდეს 3+3 ფორმულა და თავიდან ავიცილოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პაიკად ყოფნა დასავლეთის თამაშში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.