Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპელებთან საუბრისას ვამბობთ, რომ გვაქვს ფაქტები, როგორ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით, იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, ტყუილებიც, რაც საბჭოური მიდგომაა

მარშალ პრესი 05/06/2025
irakli kobakhidze

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ევროპელებთან, ვამბობთ რას, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები, მოდით ამას დაუპირისპირეთ ფაქტები, ტყუილები და ზოგადი განცხადებები კი არა, ფაქტს დაუპირისპირეთ ფაქტი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ვიდეო უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები პირდაპირ მაიდანზე მითითებებს აკეთებენ.

„პირდაპირ სცენაზე იყვნენ ასული, მოწოდებებს, მაიდანზე მითითებებს აკეთებდნენ. ეს არის ფაქტები. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ევროპელებთან, ვამბობთ, რომ გვაქვს ფაქტები, მოდით ამას დაუპირისპირეთ ფაქტები, ტყუილები და ზოგადი განცხადებები კი არა, ფაქტს დაუპირისპირეთ ფაქტი.

როდესაც ჩვენ გეუბნებით, რომ თქვენ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ფაქტებით, ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით. პირდაპირ ფაქტები გვაქვს, როგორ აფინანსებენ ეს ადამიანები ექსტრემიზმს ჩვენს ქვეყანაში. ფაქტებით ველაპარაკებით და იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, უფრო ხშირად მოდის ტყუილებიც. ეს სამწუხაროა. ფაქტს, მოდით, დაუპირისპირეთ ფაქტი. ეს ხომ იქნება ევროპული მიდგომა, მაგრამ ევროპული მიდგომის მაგივრად გვპასუხობენ საბჭოური მიდგომით. საბჭოური მიდგომა არის ტყუილი, ზოგადი საუბრები. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: 2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება, იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში
Next: კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.