Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მშვიდობამ მოგვცა საშუალება, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა ქვეყანაში რეგიონების თანაბარ სოციალირ-ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენთვის რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან

მარშალ პრესი 05/06/2025
02

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ყოველთვის ასრულებდა ძალიან საინტერესო პლატფორმის როლს მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ღონისძიება ქმნის ძალიან კარგი პლატფორმას იმისთვის, რომ გაიმართოს დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.

„წლევანდელი თემა, მშვიდობა და მშვიდობის როლი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
ამ ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეგიონების განვითარებაზე.

აქაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას. სწორედ მშვიდობამ მოგვცა ჩვენ იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა ჩვენს ქვეყანაში რეგიონების თანაბარ სოციალირ-ეკონომიკურ განვითარებაზე. გვაქვს ძალიან დიდი, განსაკუთრებული წინსვლა ბოლო წლების განმავლობაში სწორედ რეგიონების განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ესწრებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების ქალაქების წარმომადგენლები, 40-მდე ადგილობრივი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენთვის

სწორედ რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან.
ასევე ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებას ესწრებიან ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც ამ 2 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო დისკუსიებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება საინტერესო თითოეული თქვენგანისთვის. ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიებს და წარმატებებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ძალიან დამაიმედებელია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები მშვიდობის მნიშვნელობაზე და იმედი მაქვს, მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტად იქნება წახალისებული მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე
Next: ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.