Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკო -ს დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა

მარშალ პრესი 04/06/2025
4004

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის მიწვევით, მექსიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც გიორგი კალანდარიშვილთან ერთად შედიოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი ლიპარტია, მონაწილეობა მიიღო 30-31 მაისს გამართულ საერთაშორისო საინფორმაციო ფორუმში.

ფორუმი ორგანიზებული იყო მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ფედერალური საარჩევნო ტრიბუნალის მიერ და მონაწილეებმა არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი განიხილეს. მათ შორის, მექსიკის სასამართლო ხელისუფლების არჩევნების მომზადება, გატარებული საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმები, კენჭისყრის დღის პროცედურები, საარჩევნო დავები, ამომრჩეველთა ინფორმირება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, შედეგების დათვლა, არჩევნების ლოგისტიკა და შესაბამისი ბიზნეს პროცესები და არჩევნების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.

პირველ ივნისს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის ადგილობრივი და ფედერალური სასამართლო ხელისუფლების არჩევნებს დააკვირდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მექსიკის საარჩევნო ისტორიაში პირველი არჩევნები, როდესაც საარჩევნო უფლების მქონე პირებს შეეძლოთ აერჩიათ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც ფედერალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. არჩევნებისთვის 84 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და გამოყენებული იყო 9 სხვადასხვა ტიპის ბიულეტენი.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დელეგაციის წევრები, საერთაშორისო დამკვირვებლებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ მეხიკოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ. ისინი დააკვირდნენ როგორც საარჩევნო უბნების გახსნას, ისე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობასა და კენჭისყრის დახურვას, ასევე ზემდგომ კომისიებში ხმის დათვლის პროცედურებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ფედერალური საარჩევნო ტრიბუნალის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრები ასევე გამართა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხები და ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა თუ ღონისძიებებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულობასთან დაკავშირებით. პარალელურად სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს უსკოს თავმჯდომარემ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში 29 მაისი -2 ივნისის პერიოდში იმყოფებოდა.

 

Continue Reading

Previous: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორ გაგა მკურნალიძეს ბრალდება წარედგინა
Next: საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025