IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სამოქალაქო მოძრაობამ „შეცვალე” კომუნიკაციების კომისიის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართა, რითაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ღიად ხდება ჩარევა სიტყვისა და მედიის თავისუფლებაში, რითაც ხელისუფლებას საშუალება ექნება თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მედიის მუშაობა გააკონტროლოს. მათი თქმით, ამგვარი ქმედება პუტინის მმართველობის რუსეთისთვისაა დამახასიათებელი.

აქტივისტებმა აქციაზე მიიტანეს ტელევიზორი, რომელზეც გამოსახული იყო ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ფორმაში „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეებს სიმბოლურად ეჭირათ მიკროფონი, რომელზეც ასევე გამოსახული იყო საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა – ნამგალი და ურო. ასევე თან ჰქონდათ სტიკერები წარწერით „ცენზურა”.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება