Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხონის სასჯელაღსრულების ყოფილმა შენობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის სახე და სისასტიკის მასშტაბურობა – ამ სისასტიკის შემქმნელები დღეს იმაზე წუწუნებენ, რომ თურმე, მელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება ვერ შეძლო

მარშალ პრესი 03/06/2025
davit chikhelidze

ხონის სასჯელაღსრულების ყოფილმა შენობამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სახე და სისასტიკის მასშტაბურობა, ისეთ პირობებში ყოფნაც კი რაც ხონის ციხეში იყო, უკვე წამების ტოლფასია, აღარაფერს ვამბობ დამატებით, ფიზიკურ თუ მორალურ ტკივილზე, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ვიზიტს ხონის ყოფილ N13-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ჩიხელიძის განცხადებით, ხონის ციხის მსგავსი სისასტიკის შემქმნელები დღეს იმაზე წუწუნებენ, რომ ნიკა მელიამ საკანში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება ვერ შეძლო, მაშინ, როცა “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს პატიმრები დღეების კედელზე ითვლიდნენ, რადგან გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლებას არ აძლევდნენ.

“ხონის სასჯელაღსრულების ყოფილმა შენობამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სახე და სისასტიკის მასშტაბურობა, ისეთ პირობებში ყოფნაც კი რაც ხონის ციხეში იყო, უკვე წამების ტოლფასია, აღარაფერს ვამბობ დამატებით, ფიზიკურ თუ მორალურ ტკივილზე, რომელსაც პატიმრები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს განიცდიდნენ. ამ სისასტიკის და რეჟიმის შემქმნელები დღეს იმაზე წუწუნებენ, რომ თურმე მელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება ვერ შეძლო, მაშინ როცა მათი მმართველობის დროს ადამიანები დღეების აღრიცხვას კედელზე ახდნენ, რადგან გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლებას არ აძლევდნენ.
ხონის ციხე პირვანდელი სახით უნდა შენარჩუნდეს, როგორც ნაციონალური რეჟიმის გასამართლების უტყუარი მტკიცებულება, მან საზოგადოებას მწარე სიმართლე უნდა შეახსენოს, სადაც ცხოვრება, ათასობით პატიმარს უწევდა.” – წერს დავით ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია
Next: ის, რაც 2 ივნისს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა და ჟურნალისტებმა იხილეს ხონის ყოფილ მეცამეტე ჯალათურ და არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხშირად უნდა აჩვენონ ე.წ. ნაცაქტივისტებს და შეადარონ დღევანდელ კომფორტულ საპყრობილეებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025