Skip to content
06/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გახდა

მარშალ პრესი 02/06/2025
karol navrocki

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ისტორიკოსმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.

ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმათა 50,9% მიიღო, მისმა კონკურენტმა – ვარშავის ლიბერალმა მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ კი – 49,1%.

ეგზიტპოლების მიხედვით, რომელთა შედეგებიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, არჩევნებს ტშასკოვსი იგებდა – 50,3%-ით. მან მხარდამჭერებსაც კი მიმართა და გამარჯვება აღნიშნა, მაშინ, როდესაც ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ეგზიტპოლის შედეგებით, ორივე კანდიდატის შედეგი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო.

BBC წერს, რომ პოლონეთის ახალი პრეზიდენტის რანგში ნავროცკი აქტიურად გამოიყენებს ვეტოს უფლებას, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პრო-ევროკავშირული დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების დასაბლოკად.

Continue Reading

Previous: კახა კალაძე ოპოზიციაზე: მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს
Next: ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ ჰენრი კისინჯერის ფრაზა “ამერიკის მტრობა შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ იყო ამერიკის მეგობრობა – საბედისწერო”, ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ამ “მოცემულობის” ჩვენთვის რაიმე დადებითი კუთხით ცვლილების ნიშანწყალიც კი არ ჩანს უახლოეს პერსპექტივაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025