ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების შეფასება და დაგეგმილი პროექტებისა და პრიორიტეტების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი განხორციელების პროცესზე იმსჯელეს.
