Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი და დააკავებინეს თავი. ციხე მათთვის კომფორტია, რადგან ისინი არიან სრულიად განულებულები და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან

მარშალ პრესი 02/06/2025
kircxalia

ოპოზიციის სტრატეგიას აქვს ორი მიმართულება. ერთი მიმართულება, რომელიც დადასტურებულია და მეორე მიმართულება უნდა განვიხილოთ დაშვების თეორიით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

„ჩვენ რასაც ვხედავთ არჩევნების შემდეგ ამ ე.წ. ოპოზიციურ ველზე, ეს არის შეცვლილი ტაქტიკა, ერთგვარი დივერსიფიცირების მცდელობა მათივე პატრონების მხრიდან. სახეზეა სხვადასხვა დანაყოფი. ერთი მხარე საუბრობს ან საერთოდ არ არის ჩართული ამ გარჩევებში გაცხადებულად, არც მანდატი აქვს დატოვებული, აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მეორე კი ძალით აჭერინებს თავს. ეს არის დადგენილი სცენარით მოქმედება. მეორე ჯგუფი ამ სცენარს მიჰყვება, მესამე ჯგუფი დანარჩენების ბულინგით არის დაკავებული და საერთოდ არ აპირებს, რომ მიიღოს მონაწილეობა [არჩევნებში].

დაშვების დონეზე რომ ვთქვათ, რომ დავალება არ აქვთ მიღებული, თვითონ წყვეტენ თავიანთ პოლიტიკურ აქტივობას, აქაც მიზანმიმართულად დააკავებინეს თავი, მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი. ციხე მათთვის კომფორტია, რადგან ისინი არიან სრულიად განულებულები და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გასართობი ღონისძიებები გაიმართა
Next: თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები. ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომელშიც ჩანს, რომ უპირატესობა მონაწილეობის სასარგებლოდ არის დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.