Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ბავშვების თვალები მომავლის რწმენით ბრწყინავს. მათი ბედნიერი ბავშვობა ის საფუძველია, რომელზეც შენდება ძლიერი და ჯანმრთელი საზოგადოება

მარშალ პრესი 01/06/2025
502313575_716926430720556_1874940310330838704_n

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დააკავშირებით, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე მისალოც წერილს აქვეყნებს:

“დღეს ბავშვთა დაცვის დღეა — სიყვარულის, სითბოსა და გულწრფელი ღიმილის დღე.

ბავშვების თვალები მომავლის რწმენით ბრწყინავს. მათი ბედნიერი ბავშვობა ის საფუძველია, რომელზეც შენდება ძლიერი და ჯანმრთელი საზოგადოება.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მათ გვერდით ვიდგეთ – გავუფრთხილდეთ მათ ოცნებებს, უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, განათლებაზე და მზრუნველობაზე დაფუძნებული გარემო, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება განვითარების შესაძლებლობა.

ყველა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება — იქნება ეს სკოლის მშენებლობა, ბაღის რეაბილიტაცია თუ საბავშვო სივრცის შექმნა — მიზნად სწორედ ამას ისახავს: ბავშვებისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფას.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ღიმილით და ბედნიერებით გევლოთ ცხოვრების საინტერესო გზაზე!”– წერს ზაზა დიასამიძე.

Post navigation

Previous: ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც ოცნებების ასრულებას შეძლებენ
Next: ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.