Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, წერილი ამერიკის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია, როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია

მარშალ პრესი 31/05/2025
irakli kobakhidze3

პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი.

„2 წერილი გამოქვეყნდა, პირველი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული და ჩვენი აღქმით, ეს წერილი ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, 26 მაისს ოპოზიციის აქციის გააქტიურებას. თუმცა, ნახეთ, რომ 3 000 კაცზე მეტი არ მივიდა მაქსიმალური მობილიზაციის პირობებში ამ აქციაზე, არც წერილმა უშველა და არც მაქსიმალურმა მობილიზაციამ.

მოგვიანებით გამოქვეყნდა პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილი, რომელიც გამოიგზავნა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ. ეს წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას. თუმცა, ასევე ხედავთ, რომ ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე, უკვე მე-4 დღეა თუ არ ვცდები, არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი. როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გავაკეთო“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ყოველთვის ვიყურებოდით ევროპისკენ, მაგრამ თუ იქ არაფერი დარჩა ქრისტიანობიდან და სამართლიანობიდან, ასეთი პროცესები საზოგადოების თვალში ევროპის სრულ დისკრედიტაციას გამოიწვევს
Next: ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.