Skip to content
03/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ვინმეს უნდა, საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ მინიმუმ გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში

მარშალ პრესი 31/05/2025
irakli kobakhidze

„ფარას“ კანონი ამოქმედდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს უნდა საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, ეს ყველაფერი გააკეთონ გამჭვირვალედ და სწორედ ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში – „გამჭვირვალობის შესახებ“.

„ჩვენ ვნახეთ გასული 4 წლის განმავლობაში, გარე დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, რაც პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო სუვერენიტეტს. ბუნებრივია, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ სრული დატვირთვით ამოქმედების თაობაზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა გარედან საქართველოში აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ, მინიმუმ, გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში – „გამჭვირვალობის შესახებ“,“- აღნიშნა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: როდესაც გერმანიის ელჩ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული და ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნის გამართლება, ეს არის ორმაგი სტანდარტი, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები
Next: წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს 1 000-ზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე, როცა პირიქით, ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლაზე 100 000-დან 25 ადამიანს ეთქვა უარი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025