Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშშ-თან ურთიერთობების დაწყება სუფთა ფურცლიდან, ნიშნავს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით ახალი სტრატეგიის შემუშავებას მრავალვექტორულ სამყაროში

მარშალ პრესი 31/05/2025
tamar chiburdanidze

„საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან 33 წლის წინ მართალია, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან შედგა, მაგრამ არა სუვერენულთან,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. ექსპერტის თქმითვე, ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისადმი გაკეთებული შეთავაზება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსის მქონე ქვეყანასთან ურთიერთობების ახლებურად დაწყებას ნიშნავს, რაც თვისობრივად ცვლის საქართველო-ამერიკას შორის თანამშრომლობის სტრატეგიას.

„საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან 33 წლის წინ მართალია, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან შედგა, მაგრამ არა სუვერენულთან. გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქვეყანა სახელმწიფოებრიობას და დიდ ქვეყნებთან თანამშრომლობას ერთდროულად სწავლობდა და აყალიბებდა. პოსტსაბჭოთა პერიოდში, როდესაც არათუ გლობალურ პოლიტიკაში, არამედ რეგიონშიც კი საქართველოს როლი და ადგილი არ იყო გამოკვეთილი, ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობაც ბუნებრივია, არათანასწორუფლებიან პირობებში დაიწყო და ასე მოვიდა დღემდე. ეს კიდევ უფრო გაამძაფრა ძლიერი აგენტურის ამოქმედებამ ქართულ პოლიტიკაში.

საქართველოს პრემიერის შეთავაზება დონალდ ტრამპისადმი ურთიერთობების გადატვირთვაზე, მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს ურთიერთობების ახლებურად დაწყებაა სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით, რაც თვისობრივად ცვლის საქართველო-ამერიკას შორის თანამშრომლობის სტრატეგიას. მრავალვექტორულ სამყაროში ტრამპმა იცის, რომ ამერიკა ვეღარ იქნება ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. ამჟამად სწორედ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის უპირატესობის მოპოვების მცდელობა მიმდინარეობს. ტრამპის მოლოცვის შემდეგ პირველი ეტაპი დასრულდა, ლეგიტიმაციის თემა დღის წესრიგიდან ამოაღებინეს ოპოზიციას. დაიწყო ასევე რთული და კიდევ უფრო საინტერესო მეორე ეტაპი – უშუალოდ ურთიერთობების დალაგება. ისეთი ატმოსფეროა, თითქოს ახლა ვიწყებთ თავიდან ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას, ასეც არის – დამთავრდა არასწორი ურთიერთობების პერიოდი და დაიწყება რეალური და სუვერენულ უფლებებზე დაფუძნებული პარტნიორობა. ამისათვის ბრძოლის რთული გზა განვლო ხელისუფლებამ მხარდამჭერებთან ერთად და დღეს უკვე ახალი პოზიციიდან სასურველი შედეგის მიღება სრულიად შესაძლებელია,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი- გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია
Next: 2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს, 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.