Skip to content
02/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა თავიდან ესხმიან თავს

მარშალ პრესი 30/05/2025
nino tsilosani cilosani

იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა თავიდან ესხმიან თავს,- წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.

წილოსანი მოუწოდებს საერთაშორისო დონორებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ დაგმონ ბავშვებზე და ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმა და ზოგადად, საჯარო პირებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა. “იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ.

კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა თავიდან ესხმიან თავს ევროპის დროშას  შეფარებული ადამიანები – კანონს რომ არ ცნობენ, დანაშაული აქტივიზმი რომ ჰგონიათ, იმ ადამიანების გასაგონად!! საქართველო ქვეყანაა, სადაც კანონი კანონობს და ყველას, განსაკუთრებით, ბავშვებზე თავდამსხმელებს მიეზღვებათ კანონის შესაბამისად! ვიმედოვნებ საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ. დაგმონ ბავშვებზე და ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმას და ზოგადად, საჯარო პირებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას”- წერს ნინო წილოსანი.

Continue Reading

Previous: გლობალური უსაფრთხოების ახალ წესრიგში საქართველოც მოყვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად გლობალური მოთამაშეა
Next: დონალდ ტრამპის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის, შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025