Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მე-14 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 30/05/2025
25

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს 100 კადეტმა დაამთავრა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.  ღონისძიება ლიცეუმის პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

ლიცეუმის მე-14 გამოშვების კურსდამთავრებულებს შორის  7 ოქროსა და 8 ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. ლიცეუმში სწავლის პერიოდში კადეტები წარმატებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, კონკურსებსა და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში. 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ და ფიზიკურ აღზრდას და სამხედრო-სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისთვის მათ მომზადებას.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, იმედი მაქვს, ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე
Next: სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.