Skip to content
23/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: როგორაც არ უნდა წარმოაჩინოს ახლა ხოშტარიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტია, რომ საქართველოს ოკუპანტი ქვეყნიდან იღებენ თანხებს

მარშალ პრესი 16/06/2022
დავით მათიკაშვილი

როგორი კავშირ-ურთიერთობები აქვს და სად შველის რუსეთს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში, რამდენჯერ ელოდება რუსეთისგან მაშველ რგოლს „ნაციონალური მოძრაობა“ და კონკრეტულად რომელი პირების მიერ, იქნება ეს ხოშტარია, სააკაშვილი, გვარამია და ასე შემდეგ, რომელი პირების მეშვეობით აკეთებს თავის რუსულ საქმეს, ეს განსჯის საგნად საზოგადოებას დავუტოვოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

იგი „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

„ელენე ხოშტარია გახლავთ, რუსული საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი. ის, რომ ელენე ხოშტარია და მისი ოჯახი, პერმანენტულად იღებს რუსეთიდან თანხებს და ის, რომ ელენე ხოშტარია და მისი ოჯახი ამ თანხებით საქართველოში ყიდულობს უძრავ ქონებას, ეს არის ფაქტები და არა აღქმები. ფაქტებია, რომელსაც სჭირდება სათანადო შეფასება.

როგორაც არ უნდა წარმოაჩინოს ახლა ეს ხოშტარიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტია, რომ საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რომელსაც ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და უკრაინაში აწარმოებს საშინელ აგრესიას, აი, სწორედ ამ ქვეყნიდან ელენე ხოშტარია, რომელიც დღესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოიაზრება, ეს პიროვნება, რომელიც უაპელაციოდ, თითის გაშვერით, ყველას ათასგვარ სისაძაგლეს აბრალებს, პირდაპირ, დოკუმენტურად და საკუთარი აღიარებითაც ადასტურებს, რომ რუსეთიდან იღებს თანხებს.

როგორი კავშირ-ურთიერთობები აქვს და სად შველის რუსეთს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში, რამდენჯერ ელოდება რუსეთისგან მაშველ რგოლს „ნაციონალური მოძრაობა“ და კონკრეტულად რომელი პირების მიერ, იქნება ეს ხოშტარია, სააკაშვილი, გვარამია და ასე შემდეგ, რომელი პირების მეშვეობით აკეთებს თავის რუსულ საქმეს, ეს განსჯის საგნად საზოგადოებას დავუტოვოთ. ფაქტები და არა აღქმები, რადგან სწორედ ფაქტები მეტყველებს რეალობაზე, ხოლო აღქმები ძალიან ხშირ შემთხვევაში არასწორ განწყობებს, ხოლო შემდეგ არასწორი მესიჯებისა და საუბრების საფუძველს იძლევა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

Post navigation

Previous: თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა
Next: გოგა ხაინდრავა ელენე ხოშტარიაზე: ჯერ საბჭოთა და მერე რუსეთის უშიშროების სამჭედლოშია გაზრდილი – ვირსალაძეზე ზღაპრები სამადაშვილს მოუყვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.