Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტიებისთვის წნეხი არ არის. მათთვის წნეხი საკუთარი წარსულია

მარშალ პრესი 29/05/2025
dimitri khundadze

„საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა არჩევნების შემდეგ დაიდება და ეს მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ დასკვნა ვიღაცამ არჩევნების შედეგებზე სასპეკულაციოდ არ გამოიყენოს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, პარტიები, რომლებიც აგენტურული ქსელით არიან დაკომპლექტებული და დაკვეთები მხოლოდ გარედან მისდით, უნდა აიკრძალოს.

„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტიებისთვის წნეხი არ არის. მათთვის წნეხი საკუთარი წარსულია – ის, რაც მძიმე წარსულად დაუტოვეს მოსახლეობას და ეს სიმძიმეები დღესაც ეტყობა ქვეყანას.

დროებითი საგამოძიებო კომისია აქტიურად მუშაობს რამდენიმე მიმართულებით. სიმძიმეები არ იყო მხოლოდ ერთი მიმართულებით – იყო წამების, მკვლელობების და ქონებრივი უფლებების დარღვევის ფაქტები. 2008 წლის ომის საკითხი კი ცალკე მიმართულებაა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე გამართა ოცდაათამდე სხდომა, გამოკითხულია ასზე მეტი ადამიანი. საზოგადოება, რომელიც თვალს ადევნებს კომისიის სხდომებს, ხედავს, მათ ხელში როგორ მძიმე ფაქტებთან ჰქონდა ქვეყანას და საზოგადოებას საქმე. ეს არის უმძიმესი წარსული. ამ წარსულის გამეორება არ შეიძლება. ეს შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. ასეთი წარსულის მქონე პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე, საკუთარ ინტერესებზე და სხვათა დაკვეთებზეა ორიენტირებული, ქვეყნის მართვის ბერკეტებისგან შორს უნდა იყოს. პარტიები, რომლებიც აგენტურული ქსელით არიან დაკომპლექტებული და დაკვეთები მხოლოდ გარედან მისდით, უნდა აიკრძალოს. საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა არჩევნების შემდეგ დაიდება და ეს მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ დასკვნა ვიღაცამ არჩევნების შედეგებზე სასპეკულაციოდ არ გამოიყენოს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: აშშ-ში Deep State-ს რომ თავიდან ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდნია, ამაზე მეტყველებს თუნდაც ელონ მასკის “ჩუმი წასვლა” მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) უფროსის თანამდებობიდან – მასკის წინაშე სიცოცხლის შენარჩუნების პრობლემაც დადგა
Next: ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია აბსოლუტურად ლოგიკურია, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.