Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

-ჩვენ ვამბობდით, რომ თუკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს, დიფ სტეიტის გავლენებისგან განთავისუფლდეს, უფრო მეტიც, დაამარცხოს არაფორმალური გავლენები აშშ-ში, ამის ყველაზე კარგი ინდიკაცია იქნება საქართველოსთან დამოკიდებულება

მარშალ პრესი 28/05/2025
mamuka mdinaradze

„წინა ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, ამის შემდეგ შეიცვალა მმართველობა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვამბობდით, რომ თუკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს, რომ დიფ სტეიტის გავლენებისგან განთავისუფლდეს, უფრო მეტიც, დაამარცხოს არაფორმალური გავლენები აშშ-ში, ამის ყველაზე კარგი ინდიკაცია იქნება საქართველოსთან დამოკიდებულება“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„წერილში რაც იყო გადმოცემული ბატონი ბიძინას მიერ, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია და ამის ინტერპრეტირებას ახლებურად არ შევეცდები. მინდა ძალიან სახალხო ენაზე განვმარტო მოცემული რეალობა, რასთან გვაქვს საქმე. წინა ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, ამის შემდეგ შეიცვალა მმართველობა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვამბობდით, რომ თუკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს რომ დიფ სტეიტის გავლენებისგან განთავისუფლდეს, უფრო მეტიც, დაამარცხოს არაფორმალური გავლენები აშშ-ში, ამის ყველაზე კარგი ინდიკაცია იქნება საქართველოსთან დამოკიდებულება.

მაგალითად ის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა რეალური გახდეს და არა ისეთი, რომ მარტო სიტყვით, ფურცლით და დეკლარირებაში აისახებოდეს. უვიზო რეჟიმი დააწესონ. ანუ, პირდაპირი, რეალური კომუნიკაცია, რაც ქართველ ხალხს და ამ ქვეყანას გამოადგება. ასეთი არასდროს ყოფილა. მიუხედავად ამისა ჩვენ ერთმანეთს ვეძახდით სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ დღეს შეგვიძლია, რომ ამაზე პირდაპირ ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ 5 და 6 წლის წინაც კი ამაზე ლაპარაკი სხვა უხერხულობებს ქმნიდა და პირდაპირ ვთქვათ, რომ სხვა პრობლემებსაც ქმნიდა უხერხულობის გარდა. დღეს, საბედნიეროდ ეს საფრთხეები აღარ არსებობს და ამიტომ დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესების გაზრდის პარალელურად ჩვენ თავისუფლად ვლაპარაკობთ ამაზე“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი- ეს სანქცია რომ შანტაჟის იარაღი იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით რომ რჩება, ელაპარაკები, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის
Next: ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე – ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.