Skip to content
18/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანს შეხვდა

მარშალ პრესი 28/05/2025
001

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის წარმატებულ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული  მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის მზარდი თანამშრომლობა განიხილეს.

“ძალიან კარგი  შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული  მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

Post navigation

Previous: ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა, რადგან ის ვერ ხედავს მათი შეხვედრის მიზანს იმ პირობებში, როცა მის მიმართ ხორციელდება შანტაჟი – შესაბამისად, ამ შანტაჟის პირობებში მისი და ელჩის შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი აზრს მოკლებულია
Next: ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ, მკაცრად და პრინციპულად დააყენა საკითხი – პირად ინტერესებს არასდროს აურევს სახელმწიფოებრივში და არასდროს დააყენებს საკუთარ კეთილდღეობას, საქართველოს უსაფრთხოების საპირწონედ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.