Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე – აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი

მარშალ პრესი 28/05/2025
irakli kobakhidze2

დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხელოვნურია.

„დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე. წარმოიდგინეთ როცა ვსაუბრობ „დიფ სთეითზე“, რამდენი რესურსი აქვთ მათ ფინანსური. წელიწადში სჭირდება მილიონი დოლარი იმისათვის, რომ 300 კაცი ყოველდღე დააყენო რუსთაველის გამზირზე. მათთვის რა თქმა უნდა, დარტყმა იყო USAID-ისა და NED-ის დაფინანსების გაუქმება, ყველა თვალსაზრისით. მაგრამ, როცა მილიონი დოლარი ჰყოფნის იმას, რომ დღეში 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, ეს ხელოვნური მუხტი შეგიძლია შემოინახო. აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. ხვალ მომეცით მილიონი დოლარი და 365 დღის განმავლობაში ყოველდღე დაგიყენებთ 300 კაცს რუსთაველის გამზირზე“, – , – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენი გუნდის განზრახვაა, მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც საკმაოდ მალე შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული იმისთვის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად
Next: ვახტანგ გომელაურმა შს-მინისტრის თანამდებობა დატოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.