Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

მარშალ პრესი 27/05/2025
4040

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან ჯარისკაცებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.

თავდაცვის ძალებში ტრადიციად დამკვიდრდდა კვარტალში ერთხელ საუკეთესო სამხედროების გამოვლენა; ამჯერად, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ – კაპიტანი თორნიკე სამაკაშვილი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული, კაპიტანი ვალიკო ლობჟანიძე, უფროსი სერჟანტი გიორგი ალავერდაშვილი და უფროსი ლეიტენანტი ნიკოლოზ კიკაძე.

თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედროებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით არჩევენ, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდში მუშაობის უნარით.

პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა.

Post navigation

Previous: ჩვენს სახელმწიფოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შეიძლება ეს ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ არის მათი საქმე
Next: გლობალურ პოლიტიკაში, სახელმწიფოები დიასპორების საშუალებით აძლიერებენ საკუთარ ქვეყნებს უცხოეთში. ამისთვის ზრუნავენ არა მხოლოდ ხელისუფალნი, არამედ, თავად დიასპორული ორგანიზაციებიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.