Skip to content
31/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია – ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია, ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის

მარშალ პრესი 27/05/2025
mamuka mdinaradze

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან პარტია „ახალის“ წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც არ აპირებს გირაოს გადახდას და შესაბამისად, არც სასამართლო სხდომაზე დასწრებას. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს ელჩების პოზიცია ნიკა მელიასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ: „დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია. ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის. რა უნდა თქვან მე არ მივუთითებ, დაველოდები მათ პოზიციას“. „ასეთ საკითხებზე მარტივია პოზიციის გახმოვანება.

დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! – პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისის იურიდიული კვალიფიკაცია. ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის. რა უნდა თქვან მე არ მივუთითებ, დაველოდები მათ პოზიციას. იმიტომ რომ, თავის დროზე ხან შავი დღე გაგვითენდა, ხან რაღა უბედურება ხდებოდა, სინამდვილეში არაფერი ხდებოდა. იქიდან სააკაშვილი, აქედან მელია, გარეთ, შიგნით, ორი დავალების მიმღები ცდილობდა ამ ქვეყნის არევას. არ ავარევინებთ!“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება – რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება ქვეყანა, მით უფრო დარწმუნდება ყველა შიგნით და გარეთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ვეღარასდროს მიიღება
Next: მთელი ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 000 კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025