IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს სუფთა პოლიტიკური პლატფორმიდან გამომდინარე და ეს არის უზნეობა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თავად გამოძიებას აქვს უამრავი კითხვა.

„რეალური სიტუაციის შეფასებისთვის არსებობს ორი მეთოდი. ერთი, რაც გააჩნდა ჭაკუას, ცემა- ტყეპით შეუძლია ამოიღოს ის ჩვენება, რაც აწყობდათ და არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, რომელშიც გამოძიება უნდა წავიდეს ყოველგვარი დარღვევის გარეშე. თუკი ეს პროცესი გაიწელა არა იმიტომ, რომ ვიღაცას არ უნდა, რომ ეს პროცესი დამთავრდეს, არამედ იმიტომ, რომ პასუხები იყოს ზუსტი და არ დარჩეს შეკითხვა, რომელსაც არ ექნება შესაბამისი პროფესიონალური პასუხი. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტთან დაკავშირებით ნებისმიერი მსჯელობა არის პოლიტიკური მსჯელობა. გამოძიების ხარისხი უნდა იყოს მაღალი. შეიძლება შეგიკეროთ ერთ კვირაში პიჯაკი და მაღალი ხარისხით და შეიძლება ორ საათში, მაგრამ არ იქნება ლამაზი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება