Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი – სალომე ზურაბიშვილი

მარშალ პრესი 27/05/2025
salome zurabishvili

ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ითხოვს, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს.

როგორც მან დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ჯერ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და მერე – ადგილობრივი ან ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი. ზურაბიშვილის თქმით, ამისთვის აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შეიქმნა წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში.

„ალბათ, ყველა აპირებს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო-ბოლო, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი. ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში და, რომელიც იქნება ჩვენი მიდგომები არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა ახალი არჩევნებისთვის მომზადება.

„აუცილებელია მზადება, რომ დამკვირვებლები, მთელი არმია მოვამზადოთ აქ და დღესვე, ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს რეგისტრირება, რომ არ იყოს ბოლო წუთში მოუმზადებელი და დაგვიანებული. ეს მზადება არის საერთო, რომ ყველამ ერთად, ოპოზიციამ დაიცვას ყველას ხმა. ეს არის გამარჯვების ფორმულა და მე ამაში ვარ დარწმუნებული. ჩვენი მისატანია ბოლომდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Post navigation

Previous: რადიკალური ჯგუფები ცდილობენ ამ სიყალბის ტირაჟირებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის იზოლაციაში. რეალურად არიან ისინი მოქცეულები საზოგადოების მხრიდან იზოლაციაში
Next: მან თავზე დააფსა ისედაც თავდაფსმულ პაატა ბურჭულაძეს, ნანი ბრეგვაძეს, მერაბ სეფაშვილს, 90 წლის გიული ჩოხელს, რომლებიც ნახირს ეახლნენ და გაუგებარ ენაზე იღმუვლეს – გელა ზედელაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.