Skip to content
26/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვმუშაობთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის უფრო გაძლიერება

მარშალ პრესი 16/06/2022
სტოლტენბერგი

ვმუშაობთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა.

„გუშინ შევხვდი საქართველოს თვადაცვის მინისტრს. ის ასევე მონაწილეობდა გუშინდელი საღამოს შეხვედრაზე. მოკავშირეებმა და პირადად მე ხაზი გავუსვი იმ მოკავშირეების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებას, რომლებიც რუსული ჩარევის წინაშე არიან მოწყვლადები. რა თქმა უნდა, საქართველო არის მათ შორის, რადგან საქართველომ უკვე განიცადა მოსკოვის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის შედეგები, ეს იყო 2008 წელს.

შესაბამისად, ჩვენ ახლა ვმუშაბთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველსთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება სამიტზეა დამოკიდებული. თუმცა მე ველოდები, როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან, ისინი დაადასტურებენ ჩვენი ღია კარის პოლიტიკას და კვლავ განაცხადებენ იმას, რაც აქამდე ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვითქვამს საქართველოსა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Post navigation

Previous: „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახმა გუშინ ბათუმში ბინა შეიძინა
Next: სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია კრახით სრულდება – აქცია “დავენახოთ ევროპას” “ნეტავ არ დაგვინახოს ევროპამ”-ად გადაიქცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.