IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო.

კომისიის სხდომა ჯანდაცვის სამინისტროში დღეს ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.

„გავეცანით იმ დეტალებს, თუ რა კრიტერიუმებით და როგორ იმუშავებს კომისია. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი კონტროლზე იქნება აყვანილი. მნიშვნელოვანია, ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ის განცდა, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ თითქოს კომისიაში იყო გარკვეული გადაცდომები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ ეტაპზე დედაქალაქში 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა უნდა გაანაწილონ.

„კომისიაზე 853 ოჯახის განაცხადი გადის. გასანაწილებელი ბინა 252-ია, მათგან 40 ერთოთახიანია. ერთოთახიანი ბინის მონიტორინგი ექვსი ქულიდან განხორციელდა, ხოლო სამოთახიანი ბინის მონიტორინგი – სამი ქულიდან. დევნილთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას მონიტორინგის სამსახური შეაფასებს“, – განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება