Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„დარწმუნებული ვარ, ეს საზეიმო განწყობა მთელს ქვეყანაში გავრცელდება“ – თავდაცვის მინისტრი

მარშალ პრესი 26/05/2025
66

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრობს. როგორც მინისტრი აცხადებს, დღეს ძალიან კარგი და ლამაზი სანახაობა იქნება:

“მინდა ყველას მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და მინდა გისურვოთ წარმატებული და გაძლიერებული საქართველო, გამთლიანებული და ერთიანი ჩვენი სამშობლო, რომელიც ყველას ერთად შეუქმნის განვითარების უკეთეს შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, ამ განვითარებაში, თანაზიარნი იქნებიან ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები. დღეს გვაქვს ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი, ამის გარდა, რამდენიმე ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ ღონისძიებაში, აქ იქნებიან სამხედროები და ქვედანაყოფები, რომლებიც შედიან თავდაცვის ძალებში.

ასევე, მთელი დღის განმავლობაში, თბილისის მოქალაქეებს, სტუმრებს და ასევე საქართველოში სხვა 21 ლოკაციაზე ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ იმის საშუალება, რომ დაათვალიერონ ის საბრძოლო ტექნიკა, რომელიც აქვს თავდაცვის ძალებს შეიარაღებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაზრდილია საჰაერო კომპონენტი და ძალიან კარგი, ლამაზი სანახაობა იქნება. დღეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღეა რეკრუტებისთვის 700-მდე რეკრუტი დადებს ფიცს და დარწმუნებული ვარ, ეს საზეიმო განწყობა მთლიანად გავრცელდება მთელს ქვეყანაში,”- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

Post navigation

Previous: „დელტამ“ ბოლო წლებში ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ათზე მეტი მოდიფიკაციის მოდელი შეიმუშავა – „დელტას“ გენერალური დირექტორი
Next: ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა – ირაკლი ჩიქოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.