Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა – განადგურებული

მარშალ პრესი 26/05/2025
tea tsulukiani

ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა, განადგურებული, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას.

„„იმედის“ საქმე ალბათ ჩვენს დასკვნაში იქნება სხვა საქმეებთან ერთად ერთ-ერთი საჩვენებელი იმისა, თუ როგორ გაანადგურა თავისუფალი მედია თითქმის, სრულად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა და უკვე ემზადებოდა იმისთვის, რომ როგორც თავად ამბობდნენ, კიდევ 50 წელი დარჩენილიყო ხელისუფლებაში.

მათ წინააღმდეგ, ვინც მოცემული აზრის გადაცემას უნდა ემსახურებოდეს, ეს არის მედია, უნდა მომხდარიყო ამ პროცესის ჩაკეტვა. ერთის მხრივ, რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი უნდა ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე, იდეალურ შემთხვევაში არც ერთი. თუ იქნებოდა, ჩუმად უნდა ყოფილიყო, მაინც 5-იანი უნდა შემოეხაზა არჩევნებზე და მიშა-მიშა ეყვირა. თუ მაინც იქნებოდა ასეთი აზრის მქონე, ამის გამავრცელებელი არ უნდა ყოფილიყო.

ეს ზოგადი შეფასება, რაც არ უნდა მძიმედ გამოიყურებოდეს, გამყარებულია იმ ფაქტებით, მტკიცებულებებით, დოკუმენტებით, რომლებიც შევისწავლეთ და მოსმენებით, რომლებიც კომისიის ფარგლებში გაიმართა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: თუ ასეთი მეთოდებით ვინმე ამჟღავნებს რუსოფობიურ პატრიოტიზმს იმ აგრესიული მეზობლის მიმართ, რომელიც ამ ეტაპზე შენი ქვეყნის “მხოლოდ 20%-ის ოკუპანტია”, და თანაც 40 ათასი სანქციის გამოცხადების ფონზე უკვე ფეხებზე ჰკიდია, ვინ რას ეტყვის – დასაჯარიმებელი კი არა, “ვირის აბანოშია” შესაგდები
Next: ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს – რას ნიშნავს გვერქვას ქართველი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.