Skip to content
26/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით-სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა-დაფიქრდით ვის წისქვილზე ასხამთ წყალს და ვის თამაშს თამაშობთ

მარშალ პრესი 25/05/2025
davit chikhelidze

„Tbilisi Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას დააფსა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა“-წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე წერს, „ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ!“

 

„Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას დააფსა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა, აღნიშნული ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა დავსვათ კითხვა სად ვართ და სად უნდა ვიყოთ!
მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც მომხდარი ფაქტის გამოძიების პირობა დადო. რაც რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და დეოკუპაციაზე, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა იღწვის.
ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ! ყოველი მსგავსი გამოხტომის და დაუფიქრებელი ნაბიჯის შემდეგ, საქართველოს მთავრობაზე წნეხი იზრდება, უარესდება არსებული რეალობა, რისი გამოსწორებაც დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, დაფიქრდით ვის წისქვილზე ასხამთ წყალს და ვის თამაშს თამაშობთ!“- წერს დავით ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: მთელი რიგი გლობალური პროექტების გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველოსთვის ძალიან კარგი ეკონომიკური მომავლისა და სარგებლის პროგნოზირება
Next: ის, რაც დღეს ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე, ქართველი კაცის ქცევას არ ჰგავს! მიკროფონგარჭობილი ვიღაც ქალოია რუსეთის დროშას აშარდავს! თუ მართლა მტრის, რუსეთის დამარცხება გინდა, გაასხი უკრაინაში და ეომე რუსებს, ვინც მოგიწონა ისინიც თან წაიყოლე და მაგით ამტკიცე შენი მტერთან ბრძოლა!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025