IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რა საკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა 5 ქვეყანასთან საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, მთავრობის გადაწყვეტილებებსი ეჭვი შეიტანონ. მან ასევე ისაუბრა თურქეთთან საზღვრის გახსნის პრობლემებზე.

„როდესაც ხელშეკრულება ფორმდება ევროკავშირის 5 ქვეყანასთან, რა საკვირველია, ორმხრივად ყველაფერი გაწერილია, რათა საფრთხე არ შეექმნას ჩვენ მოქალაქეებს და არც ისინი არიან ხელჩამოშვებულები და დილეტანტები იმსათვის, რომ თავის მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნან. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს პოზიცია, ვითარება შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. არავინ არ არის თვითმკვლელი. როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რა საკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ. ასე, რომ შენიშვნები, განცხადებები, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები,რაც არის, შეიძლება იგნორირება გაუკეთო, რადგან ოპოზიციის მიზანია, რაღაც ეჭვი შეიტანონ, თითქოს, რაღაც არასწორად კეთდება. დესტრუქციული ოპოზიცია დავარქვით და ზუსტად შეესაბამება თავის სახელს.

რაც შეეხება თურქეთს, უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლი დაბალ დონეზეა, იმისათვის რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენონ და შემდეგ ჩამოსულებმა კიდე რისკი შეუქმნან ჩვენს მოქალაქეებს. ხელისუფლებისათვის შეზღუდვების დაწესება უფრო რთულია, ვიდრე კარის გახსნა. უპასუხისმგებლო ხალხია, არანაირი პასუხიმგებლობა არ აქვთ. ვითარება, რომ დამძიმდეს კაციშვილს ვერ იპოვით, რომ პასუხი გაგცეთ, რაზეც თავად ლაპარაკობდნენ რამდენიმე დღის ადრე”, – განაცხადა ვოსკიმ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება