Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მარშალ პრესი 24/05/2025
1715875298-kobaxidze-erdogani-1024x682

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყურადღებას ამახვილებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

 

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ისევე როგორც ამჟამად, მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას რეგიონის წარმატების, სტაბილურობისა და აღორძინების მისაღწევად.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს – კეთილდღეობა“, – აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

Post navigation

Previous: ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Next: სუსმა ერთ-ერთი მოქალაქის სახლიდან ასაფეთქებელი და საბძოლო მასალა ამოიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.