
„ალან ბერსე ერთ-ერთი პირველი იყო ევროპელი ლიდერებიდან, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, დაგველაპარაკა და მთელ მსოფლიოს, ევროპას გაუგზავნა გზავნილი, რომ აქ ყველაფერი წესრიგშია და პრობლემა თქვენშია,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ამ უკანასკნელის პოზიციაზე გააკეთა კომენტარი. ბერსე აცხადებს, რომ, რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში, იგივე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიაში თუ ევროპის სხვა სახელმწიფოებში.
დავით ქართველიშვილის თქმით, ალან ბერსე ევროპაში იმ ახალი ყაიდის პოლიტიკოსია, რომელმაც ევრობიუროკრატებს ღიად მიუთითა იმაზე, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირის მსგავსად, დაშლის პირასაა.
„ჩვენ ვაკვირდებით რა ხდება ევროკავშირში ურსულა ფონ დერ ლაიენის (ურსულა ფონდებაიდენს ვეძახი მე) მმართველობის პერიოდში. „ევროსაბჭოთაკავშირად“ ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია და განწირულია დაშლისთვის. ამას მე კი არ ვამბობ, ამას ამბობენ ძალიან პრაგმატიკოსი ლიდერები. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს გულიდან ამოსული ტკივილი. ეს არის ახალი ყაიდის ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც ფაქტობრივად მიუთითა თავისიანებს და გზავნილი გაუგზავნა – ვინც საღად აზროვნებთ, ვისაც გიყვართ ევროპა და ვისაც გინდათ, რომ ჩვენ ისე არ დავიშალოთ, როგორც ეს საბჭოთა კავშირში მოხდა, თუ თქვენ გადარჩენა გსურთ, მაშინ ამ ორმაგ და სამმაგ სტანდარტებს თავი დაანებეთ და განვითარდით; საკუთარი იდენტობა, სუვერენიტეტი გააძლიერეთ და ამ გზით იარეთ; ყველა მიხვდა იმას, რომ ევრო საბჭოთა კავშირი გავხდით და იგივე ბედი გველის!
საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, რომელსაც არმია ჰყავდა, ევროკავშირს არმია არ გააჩნია, სამაგიეროდ ძალიან ძლიერი ლგბტ თემი ჰყავს. სხვათა შორის, ეს საბჭოთა კავშირს არ ჰყავდა. მოდით, ყველას თავისი სიძლიერეში გაუმარჯოს მაგრამ ალან ბერსეს იმიტომაც ვცემ პატივს, რომ მან ბოდიში ჟარგონისთვის, „დაიკიდა“ ვინ რას იტყოდა და ერთ-ერთი პირველი იყო ევროპელი ლიდერებიდან, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, დაგველაპარაკა და მთელ მსოფლიოს, ევროპას გაუგზავნა გზავნილი, რომ აქ ყველაფერი წესრიგშია და პრობლემა თქვენშიაო.
მან დღეს კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ არიან ევროპაში საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენს იდიოტებთან, ცვილის ფიგურებთან და მათი მუზეუმის დირექტორ, ქალბატონ „მადამ ტიუსო“ – სალომე ზურაბიშვილთან არანაირ საქმეს არ დაიჭერენ. წარმოიდგინე როგორი მაგარი პოლიტიკოსი უნდა იყო, რომ შენს მომავალს ხედავ იმაში, რომ ნებაყოფლობით მიდიხარ საკანში. არც პარლამენტში შედიხარ, არც მუნიციპალიტეტში შესვლა არ გინდა და იქ გირჩევნია – საკანში, რომ რაღაცნაირად შეინარჩუნო შენი რენომე. ამ იდიოტებთან ვინ დაიჭერს საქმეს, რომელი იდიოტი, როდესაც პრაგმატიკოსები მოდიან? მარტო უნგრეთი და სლოვაკეთი არაა, პრაგმატიკოსები უცილებლად მოვლენ და მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდება,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.