Skip to content
23/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება და კიდევ უფრო მტკივნეული იყო ქალების დაპატიმრება. ნელი ნავერიანი სვანებმა არ გაატანეს. ამიტომ, გამოიგზავნა ვერტმფრენი და აწიეს ჰაერში. ასე ვთქვათ, სვანეთს ქალი მოსტაცეს-ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას

მარშალ პრესი 23/05/2025
tea tsulukiani

„მთელმა საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება და ხმა რომ გამოდიოდა ციხიდან, რომ ხალხს აწამებდნენ. კიდევ უფრო მტკივნეული იყო, მათ შორის, მამაკაცი პატიმრებისთვის და აღარაფერს ვამბობ თავისუფლებაზე მყოფი პირებისთვის, ვინც შეესწრო ამ ყველაფერს, ქალების დაპატიმრება. ეს იყო ის, რამაც მე პირადად მათქმევინა, რომ საკუთარ დედას თუ დაუშავებდა სააკაშვილი რამეს, თორემ იმის იქით წმინდა არაფერი არსებობდა“-ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის განცხადება პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს მოჰყვა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მესტიაში, საკრებულოს წევრის ნელი ნავერიანის დაპატიმრების თემას შეეხო.

„ქალბატონი ნელი ნავერიანი, ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, სვანებმა არ გაატანეს და ვერ აკავებდნენ. ამიტომ გამოიგზავნა ვერტმფრენი და დასვეს იქ, სადაც იყო და აწიეს ჰაერში, პატიმარი წაიყვანეს. სვანეთს ქალი მოსტაცეს, ასე ვთქვათ. ეს არის ყველა იმ ღირებულების უხეში ხელყოფა, რაზეც დგას ქართველი კაცის ღირსება. იმას არ ვამბობ, რომ ქალი თუ დანაშაულს ჩაიდენს ის არ დააკავო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ქალთა დაწესებულება, მაგრამ როდესაც პატივსაცემი ქალი, იცი, რომ არის ქალობაში ავტორიტეტი თავის რეგიონში, აქვს ღირსება, არაფერი დაუშავებია, კაცები დადგნენ და არ გატანენ და შენ მას ვერტმფრენით მათ მოსტაცებ, ჩააგდებ ციხეში და მერე მის უფლებებს შელახავ, ამით უკვე ქართველი ერის ის ყველაფერი შეურაცხყვეს, რაზეც ჩვენი ტრადიცია, კულტურა, ქართული ღირებულებები და მთა დგას“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის – პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე
Next: სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა, რომ შევედით შეხვედრაზე, გვითხრა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო – ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი დეპუტატებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025