Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადიკალებმა და მათმა დამკვეთებმა ვერ გაიგეს, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესების წარმმართველი ქართველი ხალხია და არა – რუბიო, ბლინკენი და სხვები

მარშალ პრესი 22/05/2025
zurab kadagidze

„თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ [კონკრეტულ ქვეყნებთან და რეგიონებთან დაკავშირებით] გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს და ამაზე ვმუშაობთო. შესაბამისად, ვხედავთ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ჯერ სხვადასხვა საკითხის შესწავლის პროცესშია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ტრამპის ადმინისტრაციაც არ იქნება საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაში, ისინიც ბაიდენის ადმინისტრაციის გზას გაუყვებიან. „რადიკალებმა და მათმა დამკვეთებმა ვერ გაიგეს, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესების წარმმართველი ქართველი ხალხია და არა – რუბიო, ბლინკენი და ა.შ. საქართველოს აქვს საკუთარი ინტერესები და სტრატეგია. როგორც, პირობითად, ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა იყო მიუღებელი, ასევე, თუ ტრამპის ადმინისტრაციაც არ მოვა საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაში, ისინიც ბაიდენის გზას გაუყვებიან.

ჩვენ ბატონის შეცვლას კი არ ვცდილობთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორმე სუვერენული სახელმწიფო ავაწყოთ. ზოგადად, უნდა გავითავისოთ, რომ საგარეო პოლიტიკაში სწორი ოპერირება არ არის ერთ ან ორ აქტორზე ჩამოკიდება. სწორია მრავალ აქტორთან ვაჭრობა, საუბარი, კონტაქტები… თუ იქნები 10 და 15 აქტორთან კონტაქტში, არცერთზე არ იქნები დამოკიდებული. მაგრამ, 30 წლის განმავლობაში სპეციალურად გვასწავლიდნენ, რომ საქართველოს ამერიკის გარდა ხსნა არ გააჩნია“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: თუკი ამერიკის ეროვნული ინტერესია არ ჰყავდეს ანტიამერიკული მთავრობა მნიშვნელოვან რეგიონში, ჩვენი ეროვნული ინტერესია, არ გვყავდეს ანტიქართული პარტნიორი მთელს მსოფლიოში
Next: აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას – სანდრო რაქვიაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.