Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დათო გამყრელიძე რომ გამოდის და “არა რუსულ კანონს” ყვირის, სჯობს მოიკითხოს, მის ოფისში, “ალდაგში”, როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში

მარშალ პრესი 22/05/2025
rusudan sharadze

კამერების, ვიდეოთვალის მთავარი დანიშნულებაა, რომ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ეყენოს, რომ გაკონტროლდეს ყველა მხრიდან პერიმეტრი. მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე, “ალდაგის” ორივე კამერა ეყენა ერთნაირი მიმართულებით და იყურებოდა ვაკისკენ, – ამის შესახებ ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას, მისმა შვილმა, რუსუდან შარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

რუსუდან შარაძის თქმით, აღნიშნული სათვალთვალო კამერების გარდა, შანიძის ქუჩაზე დამონტაჟებული მესამე კამერა შეტრიალებული იყო საცხოვრებელი კორპუსისკენ, რითაც, დამალეს მკვლელის სახე, ვინაიდან, გურამ შარაძისთვის სროლის შემდეგ, მკვლელმა სწორედ ამ ქუჩაზე აირბინა.

ამასთან, რუსუდან შარაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ “ალდაგის” უსაფრთხოების სამსახური გურამ შარაძის მკვლელობის თანამონაწილეა და მიმართავს დავით გამყრელიძეს, “არა რუსულ კანონს” ყვირილის ნაცვლად, ის მოიძიოს, რომ მის ოფისში გურამ შარაძის მკვლელები არიან.

“ამით დამალეს მკვლელის სახე, იმიტომ, რომ როდესაც მკვლელი კადრში შემოდის, ის მხოლოდ ზურგიდან ჩანს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. მესამე კამერა, რომელიც შანიძის ქუჩაზე ეყენა, წესით, სულ მცირე, გზას მაინც ხომ უნდა უყურებდეს, თუ მთელ პერიმეტრს, ტროტუარებით არ უყურებს. ეს კამერა იყო შეტრიალებული ტროტუარისკენ, სადაც სადარბაზოები ჩანს, ამით იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად ამ გზაზე აირბინა მკვლელმა და ის დამალეს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ “ალდაგის” უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე – შეიძლება მთელი შემადგენლობით არა, მაგრამ ნაწილი მაინც. ბატონი დათო გამყრელიძე რომ გამოდის და “არა რუსულ კანონს” ყვირის, ჯობია ის მოიძიოს და მოიკითხოს, მის ოფისში როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. გთხოვთ, ვინც მისმენთ, გადაეცით დათო გამყრელიძეს, რომ მის კომპანია “ალდაგში” არიან გურამ შარაძის მკვლელები.” – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

Continue Reading

Previous: სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ
Next: 28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გამოაცხადა, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025