Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო

მარშალ პრესი 22/05/2025
05

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია გამართეს. სამხედროების მონაწილეობით, ქვეყნის მთავარი ღონისძიების მზადების პროცესს, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. რეპეტიციას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გრიგოლ გიორგაძე და სერგო ჯანელიძე, ასევე თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები.

რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცის დადებისთვის ემზადებიან. თავისუფლების მოედნის გარდა , რეკრუტები ფიცს დადებენ კიდევ ხუთ სხვადასხვა ისტორიულ ადგილას.

დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში: თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, მესტიაში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.

Post navigation

Previous: სანაცეთში დიდი ჟივილ-ხივილი ატყდა სახელმწიფო მდივან რუბიოს მიერ 1000-დოლარიან უილსონის პროვოკაციულ კითხვაზე პასუხის გამო. რაც არ უნდა იწვალონ და დაამახინჯონ მეხუთე კოლონელებმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ნათელია
Next: ტრამპის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ე.წ. “დიფ სთეითის” კიდევ ერთი “რებრენდიგირებული” მოკავშირეა და არა მისი ოპოზიცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.