Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი: 18 კვადრატულ მეტრ კამერაში 35 კაცი იყო, 16 დღე არც დავმჯდარვარ,არც დავწოლილვარ – ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელში, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი

მარშალ პრესი 22/05/2025
sandro

გლდანის ციხეში რომ გადმოგვიყვანეს, მე და ჩემი ბიძაშვილი, ლექსო მეგუთნიშვილი, სამი პოლიციელი ჩამომყვა და ვისაც ჩააბარეს ჩვენი დოკუმენტაცია, თელავის პოლიციელებმა უთხრეს, რომ მაგ განჩინებაში რაც წერია, ეგრე არ არის, გაითვალისწინეთო. მე შემიყვანეს პირველ კამერაში, კარანტინში, ჩემი ბიძაშვილი – მესამეში. კარი რომ გაიღო, ვიღაც ბიჭი იჯდა ჩაცუცქული, ეტყობა კარის ღრიჭოსთან ჰაერს სუნთქავდა. კარი რომ გაიღო, წამოდგა და მითხრა, 35-ე ხარო, რაც ნიშნავდა იმას, რომ 18 კვ. მ. კამერაში 35 კაცი იყო. 16 დღე არც დავმჯდარვარ,არც დავწოლილვარ, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მან დეტალურად გაიხსენა გლდანის ციხეში გატარებული პერიოდი და მისი უფლებების შელახვის ფაქტები. მეგუთნიშვილის განცხადებით, 16 დღე-ღამის განმავლობაში არ ეძინა და პატიმრების სიმრავლის გამო, მხოლოდ კედელზე მიყრდობილი თუ ჩაიძინებდა.

“ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელში, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი. ზოგან 40 კაცი იყო, ზოგან იმაზე მეტი. კარანტინში სულ 7 კამერაა, მაგრამ მხოლოდ სამი იყო დატვირთული, რომ სპეციალურად ვყოფილიყავით ასეთ სიტუაციებში, დანარჩენი ოთხი თავისუფალი იყო, თვითონ იმათი ნათქვამია.

16 დღის მერე, ხელს რომ ვერ დაიბან, პირს რომ ვერ დაიბან, შეიძლებოდა პურის ყუა მოგეტეხა, რაღაცები შემოდიოდა, მაგრამ არავინ არაფერს ჭამდა, ისეთი ანტისანიტარია იყო. რომელ კბილის ჯაგრისზე, რომელ დაბანაზეა ლაპარაკი? – ეს ხომ გამორიცხულია. მარიამობას, 28 აგვისტოს ციხეში შევხვდი, შემოსული იყო გამომძიებელი, ვინმე ბერძენაშვილი და ერთი ადვოკატი იყო, რაღაცაზე მომაწერინეს ხელი. იქ შემთხვევით ჩემი ნაცნობი შემხვდა, უკვე 6 თვე იქ იჯდა და რომ მნახა გაუკვირდა, ვუთხარი, შენ თუ რამე შეგიძლია, იქნებ მაღლა კარანტინზე “ამომწიონ”, უკვე გაუსაძლისია, ფეხები მეკეცება-თქო. მე ყველა კარანტინის დაშლაზე გავყავდი, მცემდნენ და მერე შემოვყავდი უკან. ასე იყო ცნობილი, რომ მეგუთნიშვილი დაბლა უნდა ყოფილიყო. [16 დღე-ღამე] არ მეძინა, შეიძლება ერთადერთი კედელზე ხელი მიმედო და ისე მივყუდებულიყავი, იქ ვერ დაიძინებდი, შუქი სულ ენთო, ან სად უნდა დაგვეძინა, საწოლებზე მორიგეობით წვებოდნენ და საწოლი ერქვა რკინის დაწნულ ბადეს. ამ დროის განმავლობაში 32 კილო დავიკელი.

16-17 დღის გასვლის შემდეგ, ამომიყვანეს კამერაში.E კორპუსი იყო, კამერა N 72. იქ ხუთი პატიმარი დამხვდა, მომეხმარნენ ბიჭები, გამომაცვლევინეს, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი. დილა გათენდა, ჯერ იმ ბიჭებთან დალაპარაკებულიც არ ვიყავი, კარი გაიღო და ოთხი შავ ფორმებში ჩაცმული, ნიღბიანი კაცი შემოვიდა, მეგუთნიშვილი რომელიაო და რატომღაც ჩავთვალე, ალბათ მიშვებენ-მეთქი და მე ვარ-თქო. შენ გვერდზე კამერაზე რა გადაძახილი გქონდაო, ჩამიყვანეს “ფუქსებში” და დაიწყო იქ ჩემი წამება. შემდეგ , კუდ-ში რომ მოვხვდი, ციხიდან როცა გამოვედი, იმ ფაშისტებში რომ მოხვდი, ჩვენ ვაკონტროლებდით ყველაფერსო. ორ კვირაზე მეტი ისევ კარანტინში ვიყავი, “ფუქსებში” ვიყავი სამი დღე, სადაც დაბმულიც ვიყავი – დაბლა სულ ბეტონია და პატივი იყო თუ იქ “ფლოსტებზე” დაგსვამდნენ, ხელებს უკან გაგაშვერინებდნენ და ბორკილებით გაბანდნენ. “შლემიც” მეფარა, რომ თვითდაზიანება აღარ მიმეყენებინა, ვეღარ ვუძლებდი ფიზიკურად. ერთხელ ისე მცემეს, გონი დავკარგე, როგორც მერე მითხრეს, ექიმი შემოვიდა და შარვლის ტოტები ამიწია და კუნთებზე ნემსები მიკეთა, არ ვიცი რას ამოწმებდა, ალბათ, მკვდარი ვიყავი თუ ვსიმულიანტობიდი. მთელი ფეხები გაშავებული მქონდა.” – განაცხადა მეგუთნიშვილმა.

Continue Reading

Previous: “მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
Next: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი- კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილემ, დათო ლორთქიფანიძემ თქვა, „ვინც ორ საათში 10 ათას დოლარს არ მოიტანს, გავაცამტვერებთო- მივიტანე 2 ათასი დოლარი და შენ რა, მასხრად გვიგდებო? ხომ იცი, რომ აქ შემოსვლა არის ადვილი, მაგრამ გასვლა ძნელიო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025