Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯიმ რიშის სიტყვები კარგი გზამკვლევია ხელისუფლებისთვის და გამაფრთხილებელი გზავნილი ოპოზიციისთვის, მითუმეტეს, 26 მაისის წინ

მარშალ პრესი 21/05/2025
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას „აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიცია უყოყმანოდ გააძევებს ყველა მომიტინგეს, ვინც ხელს შეუშლის მარკო რუბიოს მოსმენას, დამნაშავეებს კი დააპატიმრებენ“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ჯიმ რიშის ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის კარგი გზამკვლევია, ოპოზიციისთვის კი გამაფრთხილებელი გზავნილი 26 მაისის წინ.

„სენატორმა ჯიმ რიშმა ამერიკელ ოპოზიციას მიმართა, რომ აშშ-ს პოლიცია უყოყმანოდ გააძევებს ყველა მომიტინგეს, ვინც ხელს შეუშლის მარკო რუბიოს მოსმენას, დამნაშავეებს კი დააპატიმრებენ. ამ სიტყვებზე ალბათ ყველას გაგვახსენდა შემოდგომის აქციებზე ცეცხლწაკიდებული პოლიციელები. მივესალმებით კანონის უზენაესობას ამერიკაში, მაგრამ ეს ის სენატორია, „მეგობარი აქტი“ რომ შეგვიდგინა და გვითხრა, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, რადგან ოპოზიციას რევოლუციის საშუალებას არ აძლევთო.

ჯიმ რიში გმობს ჩვენს ქვეყანაში კანონის აღსრულებას, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში სწორედ კანონის აღსრულებისკენ მოუწოდებს პოლიციას. რაც მათივე მითითებით შესაძლებელია საქართველოში, ის მკაცრად არის აკრძალული ამერიკაში. საქართველოში ხელისუფლების დამხობისკენ აქეზებს ოპოზიციას და საკუთარ ოპოზიციას დაჭერით ემუქრება. მოკლედ, ისე აერია თავგზა დასავლეთს, ვეღარ ხვდებიან, რომ მათი ყოველი განცხადება ჩვენს შემთხვევაში, ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ჯიმ რიშის დღევანდელი სიტყვებიც კარგი გზამკვლევია ხელისუფლებისთვის და გამაფრთხილებელი გზავნილი ოპოზიციისთვის, მითუმეტეს, 26 მაისის წინ“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
Next: ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ მარკო რუბიოს დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025