Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, მათ შორის საქართველოში, აკეთებს არახამია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის დღეს დგას ისტორიული მომენტი

მარშალ პრესი 16/06/2022
გიორგი ცაგარეიშვილი

იშვიათობაა, ადამიანი ასე მტრობდეს თავის ისტორიულ სამშობლოს, როგორც არახამია მტრობს საქართველოს. თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, მათ შორის საქართველოში, პირველ რიგში აკეთებს არახამია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთვის, ისევე, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის დღეს დგას ისტორიული მომენტი – განაცხადა უმრავლეობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ.

ცაგარეიშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს ადამიანი და მისი კოლეგები უკრაინის მთავრობიდან მუდმივად ავრცელებენ სიყალბეს, მისივე თქმით, ვერცერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თავს არიდებს სანქციებს და ცივლიზებული სამყაროს ზურგს უკან თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან და მის მთავრობასთან.

„ახლა, როცა ფაქტობრივად ევროკავშირის კარიბჭესთან ვდგავართ, ტომით ქართველი ადამიანი პირდაპირ, სიძულვილით სავსე ბრალდებებს აფრქვევს, მტკიცებულებების გარეშე, მტრობს თავის ისტორიულ სამშობლოს. თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, მათ შორის საქართველოში პირველ რიგში აკეთებს არახამია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთვის, ისევე, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის დღეს დგას ისტორიული მომენტი, როცა შეუქცევადად უნდა დავადგეთ გზას ევროკავშირისკენ, ევროატლანტიკური ღირებულებისკენ. ამ ისტორიულ მომენტში, ფაქტიურად დღეს, იმიტომ რომ ხვალ იკრიბება კომისია და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ამგვარი სიცრუის, სიყალბის გავრცელება არის მტრობა, სიძულვილი, ქვეყნების ურთიერთწაკიდება. ყველა ამგვარ ბრალდებაზე იქნება შესაბამისი პასუხი“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Continue Reading

Previous: მემგონი უკვე Droa • დროა, ეგ 20%-იანი ფარისევლური თვალის ასახვევი მოიშოროს – ანდრია გვიდიანი ლენა ხოშტარიაზე
Next: თავის მართლების ამგვარი უსუსური მცდელობით, МГИМО-ელი ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025